დეპუტატები პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ფორმატს დღეს დაამტკიცებენ

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ფორმატი დღეს დამტკიცდება. საკითხს დღეს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება, თუმცა ფორმატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენენ. ანგარიშის წარდგენას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, მთავრობის მეთაური – გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები