ალექსანდრე ჯეჯელავა: პირველკლასელთა სქელტანიანი სახელმძღვანელოები მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს

„პირველკლასელთა სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა და ხშირად მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
​მისივე თქმით, გაკვეთილების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, განსაკუთრებით შუა კლასებში. მინისტრი ფიქრობს, რომ გაკვეთილების ცხრილი, შეძლებისდაგვარად, უნდა განიტვირთოს.
”აქ ორი ძირითადი მიმართულებაა, ერთი არის ახალი სახელმძღვანელოები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან, უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, დიდტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად. მეორე მიმართულება არის ის,რომ ვფიქრობთ, გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი, შეძლებისდაგვარად, შედარებით განვტვირთოთ. რამდენი იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები