საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას აგრძელებს

საპარლამენტთაშორისო კავშირის 136-ე ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტს – „პარლამენტის როლი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეში ჩაურევლობაში“ კენჭს ხვალ, 4 აპრილს უყრიან.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საკომიტეტო განხილვებსა და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია პარლამენტების პასუხისმგებლობა დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის, შიდა უთანხმოების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარებისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის თავიდან აცილების საკითხებში. პროექტში ასევე საუბარია საპარლამენტო დიპლომატიის კონსტრუქციული და პრევენციული ხასიათის ბუნებაზე, მათ შორის, მის შესაძლებლობაზე, განმუხტოს დაძაბულობა და მშვიდობიანად გადაჭრას კონფლიქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები