ზუგდიდში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში, ერევნის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და 70 კვადრატულ მეტრის ფართობზე გავრცელდა.
შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო მანქანა მუშაობდა, როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, მათივე ინფორმაციით, შეტყობინება სახანძრო სამსახურში დაგვიანებით შევიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები