“ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება უნდა შეიცვალოს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ​​გალის რაიონის მცხოვრებთათვის ახალი დოკუმენტის გაცემის საკითხს ეხმაურება.
როგორც ჯანელიძე აცხადებს, მაქსიმალურად უნდა შეიცვალოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი. ამისთვის კი, მისი განმარტებით, მაქსიმალურად ხდება პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადების მობილიზება.
,,ამის დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებულია გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ, სადაც საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყონებლივ დაუშვან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი,რომ შეფასდეს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა, მოხდეს თითოეული მცხოვრების უფლების დაცვა,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
“ცხოვრების უფლება” ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ლეგალურად ცხოვრების და სხვა ქვეყნებთან თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს. აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მსგავს დოკუმენტს მომავალი კვირიდან გალის რაიონის მკვიდრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები