ალმანახ „ლიტერატურული სიღნაღის“ წარდგინება გაიმართა

 სიღნაღის ბიბლიოთეკაში გაიმართა ალმანახ „ლიტერატურული სიღნაღის” წარდგინება. ალმანახის გამომცემელი და რედაქტორია ანზორ სიფრაშვილი. როგორც მან პორტალ „კვირას“ განუცხადა, უნდა აღდგეს ის ლიტერატურული ტრადიცია, რაც სიღნაღს ჰქონდა და წარმოჩინდნენ ნიჭიერი შემოქმედნი.
ხოლო „ლიტერატურული სიღნაღის“ (№1, 2017) ფეისბუქის გვერდზე აღნიშნულია: „ერთი სასიამოვნო დღე… გამოვიდა „ლიტერატურული ალმანახის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონ ანზორ სიფრაშვილს ასეთი საქმისთვის, განსაკუთრებული მადლობა სიღნაღის ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ ისტორიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ!“
ალმანახ „ლიტერატურული სიღნაღის“ პირველ ნომერში გამოქვეყნებულია: ზურაბ კუტიბაშვილის, თამარ შაიშმელაშვილის, გივი სომხიშვილის, ნინო მოსაშვილის, აკაკი სამუკაშვილის, ვერიკო პარწიკანაშვილის, ლეილა კოჭლამაზაშვილის, ქეთევან ღვედაშვილის, შორენა ჩახნაშვილის, ციალა შავლიაშვილის, ხათუნა ბალარჯიშვილის, ჯუმბერ ურთრუთაშვილის  ლექსები; თამუნა მჭედლიშვილის, თათია გერაძის ერთი ლექსი;
თეა ნადირაშვილის, მაყვალა ღვედაშვილის  მოთხრობები;
 ნზორ სიფრაშვილი – „მეფე ვახტანგ გორგასალი“ (ნაწყვეტი II წიგნიდან);
მარეხ ჯალიაშვილის მოგონება ჰამლეტ გონაშვილზე; მურად შონიას წერილი – „ს. დოდაშვილი: ადამიანის საკითხის ადგილის შესახებ ფილოსოფიაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები