მანანა მენაბდის საქველმოქმედო კონცერტი – „სიზმრები საქართველოზე“ გაიმართება

4 აპრილს, 20:00 საათზე, მანანა მენაბდის საქველმოქმედო კონცერტი – „სიზმრები საქართველოზე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და საქველმოქმედო ფონდის – “ჩემი სახლის” ერთობლივი პროექტია. უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, დები იშხნელების შთამომავალი მანანა მენაბდე
საქველმოქმედო კონცერტზე განახლებული რეპერტუარით წარდგება. მისივე თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ფონდში “ჩემი სახლი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები