მონუმენტს „კიდევაც დაიზრდებიან” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

მონუმენტს “კიდევაც დაიზრდებიან” კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
მონუმენტის “კიდევაც დაიზრდებიან” ავტორი რუსთაველის პრემიის ლაურეატი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. მონუმენტი მარნეული-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები