რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი” „ნიკას“ მფლობელი გახდა

28 მარტს, მოსკოვში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის „ნიკას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული ნომინაციაში – დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი – რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი” გახდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს,  პრემია „ნიკას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 30-ე წელია იმართება. ფილმი სხვადასხვა ქვეყნის კოპროდუქციაა და საქართველოსთან ერთად წილი რუსულ მხარეს ეკუთვნის.
საუკეთესო ფილმად წელს რუსმა კინემატოგრაფისტებმა ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი „სამოთხე” აღიარეს. ამ ნომინაციისთვის 6 ფილმი იბრძოდა. კონჩალოვსკივე გახდა წლის საუკეთესო რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები