GOEAST ქართულ ფილმებს უმასპინძლებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, კინოფესტივალი გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასზე არაერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.
goEast ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმით “ჩემი ბედნიერი ოჯახი” გაიხსნება. ფილმი ცოტა ხნის წინ სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, მოგვიანებით კი სოფიის კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო.
კინოფესტივალზე goEast ნახავენ ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ ფილმს, რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს “მზის ქალაქი”. ფესტივალზე ასევე უჩვენებენ პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმს “ბუბა”, ლანა ღოღობერიძის ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმს “ბედნიერება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები