„ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” – სამეცნიერო პროექტის ანგარიში და წიგნის წარდგინება გაიმართება

30 მარტს, 13:00 საათზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო პროექტის – „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” – ანგარიში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს ერთობლივი პროექტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში გამოცემული პირველი წიგნის – „დეკანოზ იოანე მარგიანის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა” – წარდგინებაც შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები