ცხინვალის თეატრი 140 წლისაა

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 140 წლისაა.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „ჯაყო“ გაიმართა. ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თეატრის დასის უხუცეს წევრს – ნელი სალამაძესა და თეატრის უფროსი თაობის ერთ-ერთ წამყვან მსახიობს – ციალა გიგაურს, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, ხელოვნების ქურუმი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები