პრემიერა მოძრაობის თეატრში – „დონ ჟუანი“ სამგანზომილებიანი პროექციით
31 მარტს, 1 და 2 აპრილს, 20:00 საათზე, მოძრაობის თეატრი მოლიერის უკვდავ კომედიას სამგანზომილებიანი პროექციით წარმოადგენს.
რეჟისორი – კახა ბაკურაძე; კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ – ბექა გარსენიშვილი, ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, გიორგი გოგავა, ქეთი გიორგაძე, ბექა პაიკიძე, ნიკოლოზ გოგიძე, ეკატერინე გაბაშვილი.
ახალგაზრდა გულთამპყრობელი დონ ჟუანი, თავის მსახურ სგანარელთან ერთად უდარდელად სახლიდან სახლში საყვარლებთან დადის. მას სულაც არ აღელვებს, რომ ამ ქალაქში, ნახევარი წლის წინ კომანდორი ჰყავდა მოკლული. ეს გარემოება მხოლოდ სგანარელს აღელვებდა, ვინაიდან კარგი არ არის დაბრუნდე იქ, სადაც ადამიანური თუ არა, ღვთაებრივი კანონი მაინც გაქვს დარღვეული. რაოდენ დიდია დონ ჟუანის გაკვირვება, როდესაც მისთვის მოულოდნელად ქალაქის მოედანზე კომანდორის ქანდაკებას დაინახავს … ეს არის კომიკური ამბავი იმაზე, თუ რატომ დატოვა დონ ჟუანმა ქალაქი და ვის გამო გადაწყვიტა უკან დაბრუნება.