„ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი“ – ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავი აღინიშნება

28 მარტს, 16:00 საათზე, დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ახალი ქართული პოეზიის ფუძემდებელმა ნ. ბარათაშვილმა ქართულ პოეზიაში პირველმა შემოიტანა ევროპული იდეები და „ჩვენს პოეზიას მოევლინა, როგორც პოეტური მეტყველების განმაახლებელი, ახალი გზის გამკაფავი“, როგორც ნამდვილი მოდერნული პოეტი.
ამ თეატრალურ საღამოზე თსუ ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით წარმოგიდგენილი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. გაცოცხლდება ის ეპოქა, რომელშიც ახალგაზრდა ბარათაშვილი გამოირჩეოდა მის პირველივე ლექსებში გამოხატული გრძნობების სიღრმით და სიმდიდრით.
ორგანიზატორები არიან:  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა გუნცაძე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის მასწავლებელი, თამარ რუხაძე. 
მის: თსუ, I კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები