გამოფენა – „ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“ გაიხსნება

28 მარტს, 18:00 საათზე,  კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა – „ხელნაწერები ჩეხეთის ბიბლიოთეკებში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საზოგადოება გაეცნობა ჩეხეთში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, მათ ისტორიას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩეხი ხალხის კულტურის თვალსაჩინო ნიმუშები, ჩეხეთის ბიბლიოთეკებში დაცული შუა საუკუნეების ხელნაწერების ფოტოასლები. უნიკალურად გაფორმებული ხელნაწერები, რომლებიც გვიყვებიან წარსულის შესახებ. დამთვალიერებელი გაეცნობა, აგრეთვე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ქართული ხელნაწერების მულაჟებს (ასლებს). შუასაუკუნეების პერიოდიდან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ხელნაწერები: ბიბლიური, ლიტურგიკული, საისტორიო ასტოლოგიური და სხვა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საზეიმო მიღება და გამოფენის გახსნა ხელნაწერთა ცენტრის ახალ შენობაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები