ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო არის ევროპა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ვიდეომიმართვაში ეხმაურება.
„ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, რასაც დიდი ხანია ელოდით და რაც დამსახურებულად მიიღეთ. დღეიდან მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველო არის ევროპა“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
​28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები