ევროკავშირის საბჭო: ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ სჭირდებათ (ვიდეო)

„საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში. ეს შესაძლებელი გახდა დღეიდან, ახალი რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ“, – წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.
ევროკავშირის საბჭო ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპში საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ბიომეტრიული პასპორტების არსებობა. საუბარია ევროკავშირთან საპოლიციო და სამართლებრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე, ტრეფიკინგთან ბრძოლაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, უკანონო მიგრანტთა რეადმისიის ვალდებულებაზე.
ცნობისთვის, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის, ევროკავშირის 4 არაწევრი ქვეყნის და შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყნის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები