„წიგნები საქართველოდან“- ემიგრანტებისთვის

1 აპრილს, 18:00 საათზე, „ფაბრიკაში“ აქცია – „წიგნები საქართველოდან“ გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს მსურველებს, მივიდნენ „ფაბრიკაში“ – „ერთად შევაგროვოთ „#წიგნები საქართველოდან“ ემიგრანტებისთვის:  თქვენს განწყობაზე იზრუნებს, ცნობილი ქართველი მუსიკოსი მებო ნუცუბიძე. ისიამოვნე სასიამოვნო გარემოთი, ურთიერთობით და კარგი მუსიკით!
წამოიღე ნებისმიერი წიგნი, რომლის გაგზავნასაც ისურვებდი ემიგრანტებთან და წამოიყვანე მეგობრები! ერთად დავეხმაროთ ემიგრანტებს საზღვარგარეთ წიგნის კუთხის შექმნაში“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები