ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები