25 მარტს, 20:30-დან 21:30 საათამდე საქართველო მეცხრედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს

“შეცვალე კლიმატის ცვლილება” – „დედამიწის საათის“ მეათე რაუნდი მსოფლიოში 2017 წლის 25 მარტს აღინიშნება. ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 25 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, დრამერების შოუ გაიმართება, ,,სეუ არტ პროჯეკტის” მოცეკვავეები ორიგინალურ საცეკვაო ნომერს წარმოადგენენ. საღამოს მუსიკალურად ჯგუფი “Loudspeackers”-ი გააფორმებს.
ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები “დედამიწის საათის” დადგომისას, კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები