როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

27 მარტამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერი დაბლობსა და ბარში 14-დან 19 გრადუსამდე გათბება, მთიან რაიონებში კი 10-დან 15 გრადუსამდე.
​24-25 მარტს, ღამის საათებში, მთაში მოსალოდნელია 0-დან -5 გრადუსამდე ყინვა, მაღალ მთაში კი -10-დან -12 მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები