სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ითხოვენ მაღალრისკიან საპატიმროებში მაცივრების შეტანას

“ყოფილი “ნაცები” თუ გაევროპელებული “ნაცების” წარმომადგენლები ითხოვენ მაღალრისკიან საპატიმროებში მაცივრების შეტანას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
​დეპუტატის შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლების საკრიტიკო თემას ვერ პოულობს და მსგავს საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
„გაგიჟდები ადამიანი! უტიფრობას საზღვარი არა აქვს!! დღეს პარლამენტში სასჯელაღსრულების მინისტრმა წარმოადგინა კანონპროექტების სანიმუშო პაკეტი, რომელსაც გადაჰყავს ჩვენი სისტემა ევროპულ სტანდარტებზე და თვისობრივად ზრდის ჰუმანურობის ნორმებს… ამ დროს, ჩვენი ყოფილი “ნაცები” თუ გაევროპელებული “ნაცების” წარმომადგენლები, სინდისის ნატამალი რომ არ გააჩნიათ, თუმცა ვერაფერს ვერ პოულობენ საკრიტიკოდ თუ საქილიკოდ, მაინც შენიშვნები გააჩნიათ!!!! ითხოვენ მაღალრისკიან საპატიმროებში მაცივრების შეტანას, მათ შექმნილ სისტემას ხომ სხვა არაფერი აკლდა! თუ დაგვცინიან?“,-წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები