ირაკლი სესიაშვილი: ბელორუსის მოქალაქეებს მართლაც გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა, თუმცა ეს არის სამხედრო-სამაშველო საშუალება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბოლნისის რაიონში ბელორუსის მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. მისივე განმარტებით, სამხედრო-სამაშველო ტექნიკა, რომელიც სამაშველო საქმიანობისთვის გამოიყენება, ბოლნისის რაიონში ტრანზიტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა.
,,ბელორუსის მოქალაქეებს მართლაც გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა, თუმცა ეს არ არის სამხედრო-საბრძოლო ტექნიკა. ეს არის ,,გაზ-34“ ტიპის სამხედრო-სამაშველო საშუალება, ავტომობილები, რომლებიც არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის. ეს განკუთვნილია სამაშველო საქმიანობისთვის. მასზე არ არის განთავსებული რამე იარაღი. შესაბამისად, ჩვენივე კანონმდებლობით ის არ შედის სამხედრო დანიშნულების პროდუქციაში. ჩვეულებრივად, სტანდარტულად, როგორც საბაჟო სისტემა ითხოვს, ექვემდებარება საბაჟო სისტემას, არა განსაკუთრებული სამხედრო დანიშნულების მიხედვით. შესაბამისად, ამ ტექნიკის ტრანზიტი ხორციელდება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები