ხულოში, სოფელ ბეღლეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ბეღლეთში ლომიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
​როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლმა საცხოვრებელი სახლის 100 კვ.მეტრი ფართობი გაანადგურა. ხულოს რაიონის გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა დაეხმარება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან ცეცხლის წაკიდებით განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები