ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა (ფოტორეპორტაჟი)

გუშინ, 21 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა.
18 მარტს ჟურნალისტთა კავშირის ყრილობა გაიმართა და ყრილობამ ხმათა დიდი უმრავლესობით ორი თავმჯდომარე (თანათავმჯდომარეები) – მარინე გიგინეიშვილი და მარინა თექთუმანიძე აირჩია. სააქტო დარბაზში მყოფ სტუმრებს თანათავმჯდომარეებმა სიტყვით მიმართეს.
მარინა თექთუმანიძე: „ჟურნალისტთა კავშირი თითოეული ჟურნალისტის საკუთრებაა და თქვენ აქ ყოველთვის გელიან. თქვენ მიერ წარმოდგენილი ყოველი წინადადება, ყოველი პროექტი გულდასმით იქნება განხილული”.
მარინე გიგინეიშვილი: „კოლეგებო, გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს, გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
ახლახან ჟურნალისტთა კავშირში რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა, სადაც 151 დელეგატი იყო მოწვეული. იგი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და წარმომადგენლობითი ყრილობა იყო კავშირის ბოლო ათწლეულის მანძილზე. მან გადაწყვიტა, რომ მომდევნო ხუთი წელი საქრთველოს ჟურნალისტთა კავშირს ორმა თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს გამგეობასთან, პრეზიდიუმთან და კავშირის ყველა წევრთან ერთად.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად, რაც წესდებით გვაქვს გაწერილი“.
სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დალი ჩიკვილაძე, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორი სპარტაკ ქობულია და ცნობილი ჟურნალისტი ლეონიდე დოლიძე.
შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჟურნალისტთა ხსოვნას და “მზიურის” ეზოში მდებარე საშა იოსელიანის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

ჯემალ კასრაძის ფოტოები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები