დღეს, #დაზოგეწყალი – უპრეცედენტო საპილოტე პროექტი დაიწყო

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „ჯორჯიან უოთერ ფაუერთან“ ერთად, ახალ პროექტს – „დაზოგე წყალი“ იწყებს. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში დაესწრო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის მიზანია, მოზარდ თაობაში წყლის რესურსებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდა, ქცევის შეცვლა და წყლის მდგრადი რესურსების დაზოგვა. კამპანიის ფარგლებში, თბილისის 16 საჯარო სკოლაში ეკო-კლუბები დაარსდება, ახალგაზრდა ლიდერები გამოვლინდება და ეკო-ვიქტორინები ჩატარდება. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
დღესვე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „ჯორჯიან უოთერ ფაუერს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მიმდინარე პროგრამის – „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ხელშეწყობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით.
მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები