შსს-სთან აქცია – ”არა ჩადებას” მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია – ”არა ჩადებას” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მათი ახლობლების დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
აქციაში მონაწილეობს პრეზიდენტის შვილი – ანა მარგველაშვილიც, რომლის განცხადებითაც, უკანონოდ არის დაკავებული მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი.
”დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, ჯიბეები ამოიკერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები