ილია მეორე: საქართველო არასდროს დასჯერდება იმას, რომ მისი ტერიტორია იყოს წართმეული

“საქართველოსთვის – ვუთხარი მე რუსეთის პრეზიდენტს – ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრისას განაცხადა.
​პატრიარქის თქმით, გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა, უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.
”გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება, ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და საქართველო არასდროს დასჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა”, – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები