დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ოთარ დიხამინჯიამ განაცხადა, 56 წლის პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება ავარიაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს, ორივე მათგანი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივანში, დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი დედა-შვილს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები