ილია მეორე: დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები

“დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ილია მეორემ პარლემენტის ვიცე-სპიკერებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ პირადად მოინახულეს ოკუპირებული ტერიტორიები და გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას.
“მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენს მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას”, – განაცხადა ილია მეორემ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები