აკაკი ზოიძის ინიციატივით, პარლამენტის შენობაში ჰაერის შემადგენლობა შემოწმდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინიციატივით, დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, რამდენიმე ადგილზე ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემადგენლობა გაიზომება.
აკაკი ზოიძის განცხადებით, აქციის მიზანია, საზოგადოებამ და პირველ რიგში, პარლამენტის წევრებმა დაინახონ, დახურულ შენობებში ჰაერის ხარისხზე რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება.
აკაკი ზოიძის თქმით, ეს ღონისძიება პარლამენტში უახლოეს დღეებში, თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას უკავშირდება, სადაც ცვლილებათა ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და დახურულ შენობებში მოწევა აიკრძალება.
აკაკი ზოიძე კოლეგებს მოუწოდებს, რომ აკრძალვა, პირველ რიგში, პარლამენტის შენობიდან დაიწყოს, სადაც უკვე არსებული აკრძალვის მიუხედავად, სამუშაო კაბინეტებში მაინც ეწევიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები