აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს ავტომობილი გაჩერებაზე დაეჯახა – რას ჰყვება თვითმხილველი

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ. როგორც ისინი ჰყვებიან, „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი დედა შვილს. მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა თავდაპირველად ორ ავტომობილს შორის მოხდა, „ბე ემ ვე“-ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გასრიალდა.
„ორი ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს. შემდეგ „ბე ემ ვე“ გასრიალდა, ჯერ ავტობუსის გაჩერების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი დედა-შვილს. ბავშვს ხელში ჩანთა ეკავა, ალბათ სკოლაში მიდიოდნენ“,- განაცხადა თვითმხილველმა.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო დედა რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები