ვანში შვილმა მამა მოკლა
ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამა – შვილს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – თოფი.