„ახალი ქართული პიესა -2017“: გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა -2017“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამი ადგილი ასე განაწილდა:
I პრემია – ალექს ჩიღვინაძე -„უხერხემლო“;
II პრემია – ირმა ტაველიძე -კედელი სტალინის პორტრეტისთვის“;
III პრემია – დავით ხორბალაძე -„შობის ტოლმა“.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, სამ გამარჯვებულს, რომელიც 18 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.
კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.
სამივე გამარჯვებული პიესა ითარგმნება გერმანულ ენაზე, გამოიცემა და წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები