ხვალიდან ბაზარზე პირველი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდება

ხვალიდან ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, პირველი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდება.
პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ს.ს  “ქართული ლუდის კომპანიამ” განახორციელა.
ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში, „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მლნ. ლიტრს აწარმოებს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა, პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა – კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონ ლარით მეტს გადაიხდის.
პროექტის პრეზენტაცია ხვალ, 14 მარტს, 14:00სთ-ზე, სოფ. საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში გაიმართება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები