საჯარო ლექცია – „მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“ გაიმართება

15 მარტს 19:00 საათზე, „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბში საჯარო ლექცია – „მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“ გაიმართება. ლექციაზე ისაუბრებენ მწერლები: ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძე.
ტექსტები, რომელიც საბჭოთა რეალობაში საბჭოთა საქართველოზე დაიწერა, ერთ წიგნად გაერთიანდა –„ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“ – მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე. წიგნი „ინტელექტმა“ გამოსცა და 18 მოთხრობას აერთიანებს. გამოცემის იდეის ავტორი და შემდგენელია თამაზ ვასაძე.
კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები:
ლეო ქიაჩელი – „ჰაკი აძბა“;
ნიკოლო მიწიშვილი – „თებერვალი“;
მიხეილ ჯავახიშვილი – „დამპატიჟე“;
კონსტანტინე გამსახურდია – „ზარები გრიგალში“;
დემნა შენგელაია – „კაც“;
გიორგი ლეონიძე – „სამთო საბალახე“;
ოთარ ჩხეიძე – „პაგანინის თითები“;
რეზო ჭეიშვილი – „ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“;
ნოდარ დუმბაძე – „ასტვაწ! ინჩუ ჰამარ!“;
გურამ რჩეულიშვილი – „უკანასკნელი აბენსერაჟი“;
შოთა ჩანტლაძე – „1956 … 9 მარტი“;
რევაზ ინანიშვილი – „ლარა“;
ჯემალ თოფურიძე – „ერთხელ ქუთაისის მილიციაში“;
ნოდარ წულეისკირი – „ბარკლაი დე ტოლის სიზმრები“;
ჯემალ ქარჩხაძე – „ბიძაჩემი იონა“;
ვლადიმერ სიხარულიძე – „მეათე მოწმე“;
ირაკლი ქასრაშვილი – „მეომრები“;
ნუგზარ შატაიძე – „გაღმა ნაპირი“.

ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევს, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები