კონსტანტინე მინდია ესაძე რუსეთის კინოოპერატორთა გილდიის რჩეულია

რუსეთის კინოოპერატორთა გილდიამ კინემატოგრაფიული დებიუტების ფესტივალზე Spirit of Fire გამარჯვებულები გამოავლინა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჯილდო ფილმში “წითელი” (რეჟისორი: ნიკ სარქისოვი) საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ქართველ კინოოპერატორს –  კონსტანტინე მინდია ესაძეს ხვდა წილად.
კონსტანტინე მინდია ესაძეს წლების მანძილზე მუშაობდა არაერთ ფილმზე, როგორც ოპერატორი, რეჟისორი და სცენარისტი.
იგი დამდგმელი ოპერატორია შემდეგი ფილმების: “დედე”, “დინოლა”, “თვე,”როგორც ერთი დღე”, “პრეზიდენტი”,”გაიღიმეთ”,”ბოლო გასეირნება”,”რენე მიდის ჰოლივუდში”, “ომი და ქორწილი” და სხვა.
კინოფესტივალი Spirit of Fire წელს მე-15-ედ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები