„ქვიშით დავხატავ სიკეთეს“ – ნონა გიუნაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება

17 მარტს, 18:30 საათზე, გორში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „ქვიშით დავხატავ სიკეთეს“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქვიშის არტისტს, 2012 წელს პროექტ “ნიჭიერის” გამარჯვებულს ნონა გიუნაშვილს სჭირდება სასწრაფო ოპერაციის ჩატარება, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
გადაცემა „ქვიშის ზღაპრის“ ავტორსა და წამყვანს ხერხემლის ტრავმული სპონდილოპათია დაუდგინდა. ხელოვანს, რომელიც საზოგადოებამ ქვიშით შექმნილი ნახატებით გაიცნო, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც 17 000 ლარი ჯდება. ვისაც ნონას დახმარების სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეუძლია: GE42BG0000000850779100.
კონცერტში მონაწილეობენ: ვახტანგ ტატიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, დათო ხუჯაძე, სოფო ბედია, ნუგზარ ერგემლიძე, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები