ილია მეორე ბათუმში განვითარებულ პროცესებზე: ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა

სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას, ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ილია მეორემ მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა.
”სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს და აბნელებს ჩვენს სულს, აბნელებს ჩვენს გონებას და ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში და მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვარ. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. სამწუხაროა, რომ ეს არასიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სახლში და გონებაში. ასევე, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი სიმშვიდისა”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები