თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება
დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ, რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე? – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობებს ევრობიუროკრატთა პოლიტიკა ართულებს.
„დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ, რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე, რომ იქნებ შენც ჩაერიო და გააგებინო ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენ რეალური საკითხების გასარკვევად ვართ მზად. ბოლოს ლუქსემბურგშიც იყო შეხვედრები და იგივე ითქვა, მაშინ ამას რატომ ვაკეთებთ? და შენ რატომ უწყობ, ევრობიუროკრატია, ამას ხელს? შენ რა გამოძრავებს, მე მიბიძგო, რომ ვთქვათ სხვა მიმართულებით გავიხედო? მთელი ამდენი წლის განმავლობაში ხუთ რევოლუციას რატომ მიწყობ? ისევ ვამბობ, ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.