აშშ-ის ძალებმა ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლების ბლოკადა მოხსნეს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშშ-ის სამხედრო ბლოკადის აღსრულების ყველა ძალისხმევა შეწყდა.
„დღეს აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლებში შემავალი და გამავალი ყველანაირი საზღვაო მიმოსვლის ბლოკადა. ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებში ან პორტებიდან. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის აღსრულების ყველა ძალისხმევა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის სრული ძალითა და ეფექტურობით დაცვა და შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.