ბათუმში მიმდინარე აქციაზე ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, მათი თქმით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების დაშეშლად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები