სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე კი პოლიციის შენობასთან შეკრებილებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი ამჟამად პოლიციის სამმართველოს ეზოშია.
შსს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს.
ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები