მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო „გუდაური ინნ” გახსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად, გუდაურში მიმდინარე დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის ფარგლებში, სასტუმრო „გუდაური ინნ” გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის, “უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში აშენდა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ პროცესებთან და მთავრობის ეგიდით მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. დღევანდელი ვიზიტი გუდაურში სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ დიპლომატიური კორპუსს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის ინიციატივით ვითარდება. აღნიშნული სასტუმრო, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა, 6 თვეში აშენდა. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა დიდი პოტენციალია სახელმწიფოს დახმარებით კერძო სექტორისთვის ბიზნესის განვითარებისთვის.  გუდაური ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ მთისა და სამთო კურორტების განვითარება – ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ამისათვის ვაკეთებთ მაქსიმუმს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ შპს “სასტუმრო გუდაური ინნ” სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის – სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების „უმასპინძლე საქართველოში”  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 3,500,000 ლარს შეადგენს და პროექტის ფარგლებში, 40-მდე ადამიანი დასაქმდა.
დღესვე, მინისტრმა და ელჩებმა გუდაურში „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენებული კიდევ ერთი სასტუმრო – „კვადრო” მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები