ზაზა გაბუნიამ თემქაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, თემქის და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ თემქაზე ურეკის ქუჩის N4 ში მდებარე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა.
ახალი ბაღის ორსართულიანი შენობა 1483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400 – მდე ბავშვი შეძლებს. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ახალ საბავშვო ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება.
ზაზა გაბუნია: “ჩემი საარჩევნო დაპირებებიდან კიდევ ერთის, საბავშვო ბაღის მშენებლობის დაპირების შესრულება აქტიურ ფაზაშია და ველი რომ შემოდგომაზე თემქელი და სანზონელი ბავშვები კეთილმოწყობილ და თანამედროვე საბავშვო ბაღში ივლიან”.
ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და პირველი ნაკადის მიღებას 2017 წლის სექტემბრიდან შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები