მიხეილ ჯანელიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნები არალეგიტიმურია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია. მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს და აფხაზეთში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდება.
“დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ყველა წინა არჩევნები, არალეგიტიმურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს სტაბილურობა. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად შეაფასონ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ იმ ეტაპს, როდესაც მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება”,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, 35 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდება. დე ფაქტო პარლამენტში მოსახვედრად, 139 კანდიდატი იბრძოლებს. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც თავის საარჩევნო ოლქში 50% პლუს 1 ხმას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები