გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს ტელევიზიის შესაძლო დირექტორობის შესახებ მასზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს ტელევიზიის შესაძლო დირექტორობის შესახებ მასზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. „ქართული უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მას შეთავაზება არ მიუღია, თუმცა რომც მიეღო, დირექტორობას ისედაც არ აპირებდა. ანდრიაძის თქმით, მისი პოზიცია საპატრიარქოსთვის ცნობილია.
„არანაირი სურვილი არ მაქვს და არანაირი საჭიროება არ არის, იმიტომ, რომ ჩემს აწყობილ სტრუქტურებს მე უკან არ ვუბრუნდები ხოლმე, საკმარისი იქნება პატრიარქის ნებისმიერი ერთგული ადამიანის დანიშვნა. შეთავაზებაც არ ყოფილა ჩემთან, იმიტომ რომ ჩემგანაც არანაირი ინიციატივა არ არსებობს, ძველი მეპატრონეებისაგან ტელევიზიის დაბრუნება ცალკე კომენტარის საგანია. საპატრიარქოში იციან, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს და რაც ყველაზე მთავარია, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მე იქ დავბრუნდე”, -განაცხადა ანდრიაძემ.
​საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მეუფე პეტრე ცაავა აღნიშნული პოზიციიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები