წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ცნობილია

წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გავრცელდა. ვიდეომასალაში, რომელსაც საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს, ტექსტს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კითხულობს.
სინოდის განცხადებაში საუბარია მეუფე პეტრეს გაფრთხილებაზე, დეკანოზ მამალაძის საქმეზე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, – ნათქვამია განჩინების ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები