საქართველოს მთავარი პროკურორი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილესთან, გიორგი გოგაძესთან ერთად, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პროკურატურაში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უკრაინელი კოლეგებისთვის ქართული გამოცდილების გაზიარების  მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უახლოეს მომავალში, ორივე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების პირველ პირებს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები