არჩილ თალაკვაძე: საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არანირი უკუსვლა არ იქნება

“საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არანირი უკუსვლა არ იქნება”, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
თალაკვაძის მტკიცებით, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას.
„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას. ვერანაირი ჩარევა ვერ მოხდება ამ სფეროში და ბუნებრივია, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიღებულიყო, მე არ ველოდები ამ მიმართულებით რამე ცვლილებას. ყველა ჟურნალისტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს დამოუკიდებლად პროფესიულ საქმიანობას. საქართველოს სჭირდება ობიექტური მედია. მედია, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტები. ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული მედია, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველოს არანაირი უკუსვლა არ ექნება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ყურადღება ქვეყნის განვითარების კუთხითაც გაამახვილა და განაცხადა, რომ ქვეყანას 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და ვიზალიბერალიზაცია აქვს.
,,ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ. გვაქვს 5 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე, ვიზალიბერალიზაცია. იწყება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გველოდება გადატვირთული ტურისტული სეზონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში.
რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში, ეს ყველაფერი დასრულდება. ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები